ისტორია / საქმიანობა

სარეკლამო სააგენტო  „ რეგიონმედიამარკეტი“ ქართულ სარეკლამო ბაზარზე 2011 წლიდან მუშაობს, დღესდღეობით, მისი ბიზნეს პარტნიორები არიან საქართველოში მოქმედი საშუალო და მსხვილი კომერციული ორგანიზაციები და საფინანსო ინსტიტუტები.  ჩვენ  წარმოვადგენთ ყველაზე მოქნილ ინსტიტუტს ქვეყნის რეგიონული ბაზრის ასათვისებლად.

რეგიონმედიამარკეტი არის მეტად კომფორტული, იაფი და მობილური საკომუნიკაციო არხი საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრებ მოსახლეობასთან დასაკავშირებლად.  23 რეგიონული ტელეკომპანია  10 რეგიონული  რადიოსადგური 17 რეგიონული ბეჯდური გამოცემა და 15 რეგიონული ვებ პორტალი ქმნის უნიკალურ პლატფორმას ზუსტად მიიტანოთ თქვენი გზავნილი საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 2 500 000 ადამიანთან.

რეგიონმედიამარკეტის პარტნიორი მედია საშუალებები ფუნქციონირებენ ლოკალურად ქვეყნის რეგიონებზე და კონკრეტულ რაიონებზე. ადგილობრივ მედიაში განთავსებული რეკლამა  ყოველი რაიონის მოსახლეობისთვის აღიქმება მისთვის შექმნილ პროდუქტად და გამოირჩევა სანდოობის მაღალი ხარისხით, რადგან რეგიონული ,,მედიაკონტენტი“ სწორედ ლოკალური სამოქმედო არიალების ინტერესზე და სპეციფიკაზეა შექმნილი და ამ ტიპის მედიაპროდუქტს  ცენტრალურ დონეზე ფაქტიურად ალტერნატივა არ გააჩნია.

რატომ რეგიონმედიამარკეტი?

5 ძირითადი მიზეზი რეგიონმედიამარკეტთან სამუშაოდ:

  1. გამოცდილება და ექსპერტიზა  – ჩვენ დეტალურად ვიცით ჩვენი პარტნიორი თითოეული მედია საშუალების კონტენტის სპეციფიკა, გავრცელების არიალი და სამიზნე აუდიტორიის თავისებურებები, რაც გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ და ეფექტურად დავგეგმოთ თქვენი სარეკლამო კამპანიის რეალური მედიაალტერნატივები და ზუსტი სამიზნე აუდიტორია.
  2. მოქნილი და სამუშაოდ კომპორტული – ჩვენთან ურთიერთობით თქვენ თავს არიდებთ რეგიონული მედიაბაზრის სიჭრელის თავისებურებებსა და დოკუმენტაციის წარმოების სიმრავლეს, ზოგავთ დროს და საკადრო რესურსებს, თქვენ მხოლოდ გვიკვეთავთ და სარეკლამო კამპანიის მიზნებიდან გამომდინარე უსწრაფესად ცვლით თქვენი დაკვეთის სპეციფიკასა და რაოდენობას.
  3. მონიტორინგის ეფექტური სისტემა – გაწვდით დეტალურ მედიაგეგმებს და განთავსებული სარეკლამო რგოლების დროითი ერთეულის ზუსტი აღრიცხვის ანგარიშებს, რისი საშუალებითაც ზუსტად აკონტროლებთ თქვენი სარეკლამო კამპანიის მიმდინარეობას.
  4. სარეკლამო რგოლის დამზადების მარტივი გადაწყვეტა  – თუ არ გსურთ სარეკლამო რგოლის დამზადებაზე სოლიდური თანხის დახარჯვა, მით უფრო თუ გესაჭიროებათ სხვადასხვა ტიპის სარეკლამო რგოლები მიზნობრივად სხვადასხვა რეგიონისთვის, სარეკლამო კამპანიის დაკვეთის შემთხვევაში, სწორედ რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით  ჩვენ გთავაზობთ მათ დამზადებას ყველაზე დაბალ ფასად.
  5. გარანტირებულად დაბალი ფასი  –  რეგიონმედიამარკეტს აქვს ექსკლუზიური 10 წლიანი ხელშეკრულებები ძირითად პარტნიორ მედიასაშუალებებთან. ჩვენ დაგიგეგმავთ თქვენთვის სასურეველ სარეკლამო კამპანიას, თქვენ გაქვთ საშუალება დამოუკიდებლად გადაამოწმოთ კამპანიაში მონაწილე მედიასაშუალებებში დაგეგმილი სარეკლამო მოცულობების ფასები და დარწმუნდებით რომ თქვენ იღებთ ჩვენგან ყველაზე დაბალი ფასის გარანტიას.