აზერბაიჯანის ტელევიზიები

ტელეკომპანია “Region TV” მაუწყებლობს აზერბაჯნში 2014 წლიდან, სიგნალს გადასცემს ბაქოსა და აფშერონშიც. მაუწყებლობას ავრცელებს სატელიტით, საკაბელო ქსელებით და ონლაინ სტრიმით. აშუქებს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს. საეთერო დროს უნაწილებს ქვემოთ განხილულ 6 რეგიონულ ტელეკომპანიას.
R TV - ხაჩმაზის ტელეკომპანია (2007წ.) დავარვის არეალი - ხაჩმაზი, გუბა, გუსარი, შაბრაჰ, სიაზან, ყიზი და მეზობელი დაღესტანი. პოტენციური აუდიტორია 515 000 კაცი.
Kepez TV - განჯის ტელეკომპანია (1994წ.) ყოველდღიური საეთერო დრო - 18 საათი. დაფარვის არეალი: ბელაქანი, ზაქათალა, კახი, შეკი, ოღუზი, გოიჩეი, უჯარი, შამქირი, განჯა, ყევლაჰი, გორანბოი და გოიგოლი. პოტენციური აუდიტორია - 1 600 000 კაცი.
Kamal S - შეკის ტელეკომპანია (2008წ.) ტელეკომპანია ფარავს შემდეგ ქალაქებს: ბელაქანი, ზაქათალა, კახი, შექი, ოღუზი, უჯარი, ზარდაბი, აღხაბადი, აღდამი, ტარტარი, ბარდა, აღდაში, მინგეჩევირი, ყევლაჰი, გორანბოი და დაშქესანი. საეთერო დრო 24 საათი. პოტენციური აუდიტორია - 1 607 000 კაცი.
El TV - ყევლაჰის ტელეკომპანია (2009 წ) საეთერო დრო - 18 საათი. მაუწყებლობის არეალი - ყევლაჰი, ბარდა, მინგეჩივირი, აღდაში, გოიჩე, უჯარი, ქურდამირი, განჯა, შამქირი, დაშქესანი, ბელაქანი, ზაქათალა, კახი, შეკი, ოღუზი და გაბალა. პოტენციური აუდიტორია - 1 880 000 კაცი.
Cenub TV - ლენქორანის ტელეკომპანია (2007წ.) პოტენციური აუდიტორია - 2 053 000 კაცი. საეთერო დრო - 18 საათი. მაუწყებლობის არეალი: ლენქორანი, ასტარა, მასალი, ჯალილაბადი, ლერიქი, ბილიასუვარი, სალიან, სათლი, იმიშლი, აღსუ და სხვა.