18261590_1361786990570913_524647234_o

,,რეგიონმედიამარკეტი“, რომელიც ქართულ მედიაში სარეკლამო დროების მფლობელიცაა,  საქართველოში ბიზნესმენებს უკრაინის სარეკლამო ბაზარზე გასვლას შესთავაზებს.

„ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება სარეკლამო სფეროში, კომპანია „რეგიონმედიამარკეტი“  აპირებს  უკრაინულ კომპანია “Агентсво PR Batteries”  -ს მიაწოდოს საქართველოს ბიზნეს სექტორის სარეკლამო წინადადებები“, -ნათქვამია მემორანდუმში, რომელსაც  „რეგიონმედიამარკეტის“ დირექტორი ლევან ალექსიშვილი და უკრაინული კომპანიის  “Агентсво PR Batteries”  გენერალური დირექტორი რომან მედინსკი აწერენ ხელს.

„ეს არის ახალი შესააძლებლობა ქართული ბიზნესისათვის, ვინც უკრაინის ბაზარზე მუშაობს  და ვინც აპირებს შემოსვლას, რადგან ამ თანამშრომლობით ,,რეგიონმედიამარკეტს“ ექნება განსაკუთრებული სარეკლამო პირობები უკრაინული ბაზრით დაინტერესებული ბიზნესისთვის. წინადადებები განსაკუთრებით საინტერესო იქნება საქართველოს ტურიზმის სფეროში მომუშავე  კომპანიებისთვის.“  აცხადებს „რეგიონმედიამარკეტი“-ს დირექტორი ლევან ალექსიშვილი.

„ქართულ უკრაინული მეგობრობის ამბავი ცნობილია, ჩვენთვის და ჩვენი კომპანიისათვის კი ესაა კარგი შესაძლებლობა ქართული ბიზნესი შემოვიდეს უკრაინულ სარეკლამო ბაზარზე და პირიქით. იმედი მაქვს, უკრაინის სარეკლამო ბაზარით ქართული კომპანიები დაინტერესდებიან და ასევე ამ პროცესს ექნება უკუკავშირი. უკრაინელი ტურისტი დაინტერესებულია საქართველოთი და ამ თანამშრომლობით  მათ  ექნებათ არჩევანის ჯერ კიდევ უკრაინაში გაკეთების საშუალება“ , აცხადებს “Агентсво PR Batteries” -ის გენერალური დირექტორი რომან მედინსკი

Axali shetavazeba samsheneblo kompaniebistvis
გადაცემა სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიებისთვის შეიქმნა. რუბრიკა „დიზაინერი გირჩევთ“, ამ პროფილის კომპანიებს საშუალებას აძლევს მოსახლეობამდე სწორად მიიტანონ ინფორმაცია სიახლეებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ. დამატებითი ინფორმაციით დაგვიკავშირდით.
magti-sat

რეგიონმედიამარკეტი გახდა ექსკლუზიური პარტნიორი კომპანია მაგთიკომის, რის შედეგადაც გეძლევათ საშუალება განათავსოთ რეკლამა მაგთი პლიუსის არხებზე (მაგთი კინო, მაგთი-ჰიტი და ჩვენი მაგთი) დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. პროდუქტები.

qseli-azerbaijani

რეგიონმედიამარკეტი გთავაზობთ სარეკლამო რგოლის განთავსებას აზერბაიჯანის 6 რეგიონული ტელეკომპანიის ეთერში. აღნიშნული მომსახურება საშუალებას მოგცემთ, ექსკლუზიურ ფასად უზრუნველყოთ საკუთარი პროდუქციის რეკლამირება აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. პროდუქტები.